გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის– „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” ერთობლივ ღონისძიებათა სერიის – „ფოკუსი საქართველოზე“ ფარგლებში რიგით მესამე ღონისძიება „გერმანულ-ქართული ურთიერთობები 100 წლის წინ და ამჟამად“ გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონულ პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” წარმომადგენელმა გიორგი ბუტიკაშვილმა გახსნეს.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოხდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გამოცემული წიგნის „გერმანია და საქართველო. ოფიციალური ურთიერთობების ისტორია“ პრეზენტაცია.
ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც საჯარო დისკუსიის ფორმატი ჰქონდა, გერმანიას საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებს და აქტუალურ გამოწვევებს მიეძღვნა.
გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დისკუსიაში მონაწილეობისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს და გერმანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე. ელგუჯა ხოკრიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე - ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.