პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გუნდის დიდი ნაწილი კულტურის სამინისტროს სახით კულტურის სფეროს კოორდინაციის, ცალკე მართვისა და მენეჯმენტის მომხრეა.
„სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ვადასტურებ, რომ ნამდვილად იყო პარტიაში და პარლამენტის შიგნითაც განხილვები. პრინციპში, გუნდის დიდი ნაწილი ემხრობა, რომ კულტურის სფეროს ქონდეს ცალკე მენეჯმენტი, ცალკე მართვა და კოორდინაცია სამინისტროს სახით. როდის იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის პრემიერის პრეროგატივა. საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მან უნდა მიმართოს პარლამენტს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა მთავრობას ღია წერილით გასული წლის ბოლოს მიმართეს და კულტურის სამინისტროს გამოყოფა მოითხოვეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.