გავლენიანი ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ადგილობრივ კომპანიებთან ერთად, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილი NDI-ს დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ბოლო წლების განმავლობაში ტყუილზე დაყრდნობილ ე.წ. კვლევის შედეგებს ავრცელებენ.
„ბოლო დღეების მანძილზე ძალზედ აქტუალურია თემა NDI-ს ე.წ. კვლევებთან დაკავშირებით. ეს თემა აქტუალურია არა მხოლოდ ბოლო დღეების მანძილზე, არამედ ოთხმოცდაათიანებიდან დღემდე. ეს ამერიკული ორგანიზაციები, რომელთა სათაო ოფისები მდებარეობს ამერიკაში, ერთ-ერთი გავლენიანი ორგანიზაციები არიან, მათი თბილისის ფილიალები ადგილობრივ ქართულ კომპანიებთან ერთად ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას საქართველოში, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. პირდაპირ და ღიად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ე.წ. კვლევები და გამოკითხვები, რასაც ამ ორგანიზაციების თბილისის ფილიალები ბოლო წლების მანძილზე ავრცელებენ, არის მხოლოდ ტყუილი, გაყალბება, რეალობის დამახინჯება, ეს არის სხვა სურათის წარმოჩენა და პირდაპირ პოლიტიკური მიკერძოება, რაც ძალიან დამაფიქრებელია, მიკერძოება „ნაციონალური მოძრაობისადმი“ და მათი ლიდერებისადმი. „ნაცმოძრაობაში“ მე და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ვგულისხმობთ ორივე ჯგუფს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციები არიან და მთელი ამ წლების განმავლობაში ვხედვათ, როგორ ცინიკურად ყალიბდება მონაცემები რეალობის საწინააღმდეგოდ“ ,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.