სტამბოლში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში და ქართულ სახლში “გალაკტიონი” შეხვედრები გამართეს ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და წევრებთან, ასევე სტამბოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან.
შეხვედრებზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ როგორც საელჩოს, ასევე გენერალური საკონსულოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია დიასპორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება. შეხვედრისას, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების საქმიანობისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.
ამასთან, 15 იანვარს, ქ. გებზეში, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა მარმარას რეგიონის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, სადაც ზემოაღნიშნულ საკითხებთან ერთად განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
თავის მხრივ, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და წევრებმა, ასევე სტამბოლში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა მადლობა გადაუხადეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს გამოჩენილი ყურადღებისთვის და გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.