შტეფან ფულე: დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ
07-09-2015, 01:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ყოფილი კომისარი შტეფან ფულე იმედოვნებს, რომ მიგრაციის კრიზისი ევროკავშირში საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე არ იმოქმედებს.


ამის შესახებ ფულემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი რუმსში" განუცხადა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით  -  "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი.უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" - მიმდინარეობს.  


ფულეს თქმით, საქართველოს პროგრესი ვიზალიბერალიზაციის კუთხით დამოკიდებული იქნება ქვეყნის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საშინაო დავალების შესრულებაზე.


"მიგრაციის კრიზისი არის დიდი გამოწვევა. დიდი იმედი მაქვს, მიგრაციის კრიზისი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით, არ იქონიებს გავლენას იმ შესანიშნავ სამუშაოზე, რომელიც საქართველომ ჩაატარა და საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ იმოგზაურებენ",- განაცხადა შტეფან ფულემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი