საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია არ დადის პატიმრებთან.
„თქვენ წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელი დაიწყო, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის“, – აღნიშნა წულუკიანმა.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა.
„მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა ნომერი მე-7 დაწესებულება, რომელიც იყო ცარიელი, გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია ნომერ მე-9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს.
2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელი ჩამორთმევის რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი მოადგილე არ არის სუპერ აქტიური, ჩვენ მისგან ძალიან ბევრ რჩევას ვიღებთ ხოლმე, ძირითადად გენერალური დირექტორის სპეციალური პენიტენციური სამსახურის. მან ჩვენსავით კარგად იცის, თუ ჩვენსავით კარგად არა. ამასთან, მიახლოებულად იცის თითოეული პენიტენციური დაწესებულება, გამოწვევები, პრობლემები. ძალიან ბევრი თანამშრომელი დადის არა მხოლოდ ამ მონიტორინგის, არამედ ზოგადად, პატიმრების საჭიროებების შესასწავლად საპატიმროებში“, – განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, როდესაც პატიმარი დაჟინებით ითხოვს ომბუდსმენთან შეხვედრას, ის ციხეში პირადად უნდა დადიოდეს ან რომც არ ითხოვდეს, თვითონ მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, რომ პატიმრებს შეხვდეს.
„ვფიქრობ, როდესაც პატიმარი დაჟინებით ითხოვს პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენიც ციხეში პირადად უნდა დადიოდეს ან რომც არ ითხოვდეს, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, რომ იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს. დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება. შესაბამისად, საქმე გვაქვს იმასთან, თუ რას დაწერს ომბუდსმენი თავის ანგარიშში, იმის საფუძველზე, თუ რა ამბებს მოუტანენ მას ციხეებიდან თანამშრომლები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.