დედაქალაქის მოსახლეობას დამატებით 40 ახალი ავტობუსი მოემსახურება
21-01-2020, 12:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის ახალი, 40 ერთეული ავტობუსი წარუდგინა. რვამეტრიანი, ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის ავტობუსები 23 იანვრიდან რამდენიმედღიანი ინტერვალით, რვა მარშრუტზე გადანაწილდება.

 

 

დედაქალაქის მერმა ავტობუსის ქალ მძღოლთან ერთად იმგზავრა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

 

 

როგორც მან აღნიშნა, რვამეტრიანი ავტობუსების გარდა, დაახლოებით, 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაც იგეგმება, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში უახლოეს მომავალში გამოჩნდება. 

 

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმ თვალსაზრისით, რომ დედაქალაქს „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსი შეემატა. კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და საკუთარ ავტომობილზე უარის თქმა, იმ პოლიტიკის ერთ-ერთი ნაწილია, რომელიც საზოგადოებას ორი წლის წინ წარვუდგინეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისეთი მოწესრიგებული და გამართული იყოს, როგორც ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია.  ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკის სრულ ჩანაცვლებას ძალიან მალე დავასრულებთ, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით. პარალელურად, გვინდა, დამატებით შემოვიყვანოთ ახალი ავტობუსები, რათა ქალაქში გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს. ამას რა თქმა უნდა, პარალელურად მოსდევს ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც ავტობუსების ზოლებს ყოველთვის ვითვალისწინებთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქის მერის თქმით, დაწყებულია თბილისის „მეტროპოლიტენის“ მოდერნიზება და არსებული ვაგონების განახლებაც. უახლოეს მომავალში კი მეტროს 40 ახალი ვაგონის შესასყიდად, ტენდერი გამოცხადდება. 

 

 

„ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ის დაპირებები, რაც ჩვენს მიერ გაიცა, შესრულდეს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ზოგადად, ეს მიმართულება პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მივყვებით ამ პროექტების განხორციელებას. ის ადამიანები, ვისაც არ უხარია ქალაქის განვითარება და წინსვლა, ფიქრობენ, რომ განხორციელებული პროექტები, „ქართული ოცნების“ და მხოლოდ კახა კალაძის მიღწევაა. ეს ჩვენი, ყველას ერთობლივი გამარჯვება და წარმატებაა. მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, ყველანი ამ ქალაქში ვცხოვრობთ და ამ ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. წინ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გველოდება და 2020 წელი ჩვენი ქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენი ქალაქით და იმ პროექტებით, რომელიც განხორციელდება, ყველანი ვიამაყებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 

კახა კალაძემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ყოველდღიურ რეჟიმშია ჩართული, მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა. 

 

 

„ისუზუს“ მარკის ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია; ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის; ავტობუსში განთავსებულია, როგორც WIFI მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WIFI-ს სიგნალით დაფარვას, ასევე, თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. გარდა ამისა, გააჩნია ვიდეომონიტორინგის ანტივანდალური და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, ასევე, USB-დამტენები. 

 

 

ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებს მოემსახურება: N17 -  გადასასვლელი ხიდი - მუხიანის მე-4 მიკრორაიონი; N27 - სადგურის მოედანი - ვაშლიჯვრის დასახლება; N40 - ვარკეთილის მეურნეობა - ისანი; N45 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - სოფელი გლდანი; N60 -  გადასასვლელი ხიდი - მეტროსადგური „ღრმაღელე“; N62 - სადგურის მოედანი - ზღვის უბნის დასახლება; N73 - მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ - გლდანულა; N99 - მეტროსადგური „დელისი“ - ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონი.

 

 

გარდა ამისა, უახლოეს მომავალში თბილისს დამატებით, „ისუზუს“ მარკის 40 ერთეული ავტობუსი შეემატება. გასულ წელს შპს „სატრანსპორტო კომპანიამ“ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, სულ „ისუზუს“ მარკის 220 ერთეული და „მანის“ მარკის 90 ერთეული ავტობუსი შეისყიდა.  

 

 

ახალი ავტობუსების წარდგენის ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემელაძე, მერის მოადგილეები, თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, ასევე, სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

კომენტარები: 255
#255   Derrick
      
References:


Casino with Osko payment https://brandmoshaver.com/user/chillbait6/
დღეს, 09:37
#254   Ciara
      
References:


Australian licensed wire transfer casino https://www.rcmx.net/
დღეს, 07:08
#253   Kit
      
References:


Direct bank transfer online casino australia hedgedoc.dawan.fr
დღეს, 05:32
#252   Franklyn
      
References:


Wire transfer jackpot casino australia Australian players wire transfer casino
24 ოქტომბერი 2026 03:57
#251   Stefan
      
23 ოქტომბერი 2026 14:44
#250   Katrina
      
References:


Wire transfer casino promotions Australia https://doc.thudep.com/I7gymxrNQNq-rCjL8QDvlA
23 ოქტომბერი 2026 04:10
#249   Connie
      
References:


$5 minimum deposit casino neosurf australia http://zhujia.ca
22 ოქტომბერი 2026 22:44
#248   Linnie
      
References:


Neosurf no verification casino australia neosurf casino instant withdrawal australia
22 ოქტომბერი 2026 18:46
#247   Stepanie
      
References:


Neosurf casino instant withdrawal bbs.pcgpcg.net
22 ოქტომბერი 2026 12:02
#246   Daniele
      
References:


BPay casino sites Australia https://androidonly.com
21 ოქტომბერი 2026 14:59
#245   Marlys
      
References:


Online pokies BPay aussie bpay pokie games
21 ოქტომბერი 2026 08:28
#244   Kerry
      
21 ოქტომბერი 2026 06:57
#243   Alba
      
References:


Real money pokies Osko Osko payout casino
21 ოქტომბერი 2026 06:44
#242   Gretchen
      
References:


Osko pokies with bonus features https://www.akaqa.com
20 ოქტომბერი 2026 17:22
#241   Dennis
      
References:


Free spins Osko casino https://pbase.com/foxcarol92/
20 ოქტომბერი 2026 17:09
#240   Gilberto
      
References:


Legit wire transfer casinos australia fast bank wire casino australia
19 ოქტომბერი 2026 22:32
#239   Prince
      
References:


Neosurf casino australian dollars https://a-taxi.com.ua
19 ოქტომბერი 2026 13:43
#238   Hai
      
References:


Neosurf online casino aus new neosurf pokies australia
19 ოქტომბერი 2026 06:08
#237   Kari
      
References:


MiFinity accepted casinos Australia MiFinity casino license Australia
19 ოქტომბერი 2026 01:29
#236   Devin
      
References:


BPay pokies pros and cons http://oneclickcarehk.com
18 ოქტომბერი 2026 18:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ... 13წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი