ირანელმა პოლიტიკოსმა აჰმად ჰამზემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობისთვის 3 მილიონ-დოლარიანი ჯილდო დააწესა.
„კერმანის პროვინციის ხალხის სახელით 3 მილიონ დოლარს გადავუხდით მას, ვინც დონალდ ტრამპს მოკლავს“ , - განაცხადა აჰმად ჰამზემ.
კერმანი ტრამპის ბრძანებით მოკლული ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მშობლიური პროვინციაა.
ამასთან, ირანელმა პოლიტიკოსმა პირობა დადო, რომ სოლეიმანი თავისი სიკვდილით იმაზე მეტ საფრთხეს შეუქმნის ამერიკას, ვიდრე სიცოცხლით შეუქმნიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.