თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ასევე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. განსაკუთრებული აქცენტები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების პრობლემატიკაზე გაკეთდა.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების პროცესში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) როლი.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ტოივო კლაარმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირი და საქართველო აქტიურად თანამშრომლობენ. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.