2020 წლის არჩევნების შემდეგ იუსტიციის სისტემაში ჩემი და ჩემი თანამებრძოლების საქმიანობის სრული 8 წელი იქნება შესრულებული. ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია იმისთვის, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან 2020 წლის პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ის სამომავლოდ აპირებს, დარჩეს პოლიტიკაში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, თუკი გუნდს ამის სურვილი ექნება, თუმცა, მინისტრი ვერ საუბრობს, უხელმძღვანელებს თუ არა ისევ იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის არჩევნების შემდეგ.
„რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ მომავალს, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ სურვილი, ვაპირებ, დავრჩე პოლიტიკაში მათთან ერთად. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრობას, ვფიქრობ, 2020 წლის არჩევნების შემდეგ სრული რვა წელი იქნება შესრულებული ჩემი და ჩემი თანამებრძოლი პირების საქმიანობისა იუსტიციის სისტემაში. პირადად ვფიქრობ, ეს საკმარისი პერიოდია, რომ ერთი ადამიანი ხელმძღვანელობდეს ერთ სისტემას. დაველოდებით, როგორი იქნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. მანამდე პერიოდში რამდენიმე რეფორმა გვაქვს ბოლომდე მისაყვანი. მანამდე, მე პირადად, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამდებობის პირი, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ვიყო „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში ჩართული და მჯერა, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მთლიანად სისტემა ციხეების ჩათვლით, გაისად ამ დროსაც იქნება მართული ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მიერ. მე ამის მჯერა. უფლება, გჯეროდეს, არავის წაურთმევია არავისთვის. მე გიზიარებთ გულწრფელად იმას, რისიც მჯერა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.