85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა
22-01-2020, 06:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა.

 

 

თენგიზ სიგუა დაიბადა 1934 წლის 9 ნოემბერს ქვემო სვანეთში, ლენტეხში. 1957 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით. ამავე წლის აგვისტოში იგი გახდა რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ინჟინერი. 1962 წლიდან მუშაობდა უფროს მეცნიერ თანამშრომლად, ლაბორატორიის გამგედ და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ საქართველოს სსრ-ის მეტალურგიის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტში, ხოლო 1989 წელს დაინიშნა დირექტორად. იგი ასევე იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1982 წლიდან რესტრუქტურიზაციამდე.

 

 

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში, 1990 წლის 15 ნოემბერიდან 1991 წლის 18 აგვისტომდე სიგუა იყო მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ კი დაინიშნა პრემიერ მინისტრის მოვალეობების დროებით შემსრულებლად. 1992 წლის 8 ნოემბერს კი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად, თანამდებობიდან კი 1993 წლის 5 აგვისტოს გადადგა, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი