პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება
22-01-2020, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ. 

 

 

როგორც მან აღნიშნა, მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განხორციელდა, ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმება იყო. 

 

 

კახა კალაძის განცხადებით, ზონალური საბჭო სწრაფ ტემპში, თუმცა ქალაქისთვის საზიანო გადაწყვეტილებებს აფორმებდა და ლეგიტიმაციას აძლევდა ყველა იმ მშენებლობას, რაც დღემდე ქალაქის პრობლემად დარჩა. 

 

 

„ჩვენ შევქმენით ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, რომელიც არქიტექტურის სამსახურს გამოეყო. ეს იყო რეფორმის პირველი ეტაპი და ყველა დამეთანხმება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ხარისხობრივად, რადიკალურად განსხვავდება იმ გადაწყვეტილებებისგან, რომელიც მანამდე მიიღებოდა. რა თქმა უნდა, ყველა პროექტს დეტალურად გავდივართ. არის მოთხოვნები დენდროლოგიურ პროექტებსა და სატრანსპორტო კვლევებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ის კოლაფსი, რაც დღეს ძალიან ბევრ ქუჩაზე გვაქვს. რეფორმის პირველი ეტაპის შემდეგ, გარდამავალ პერიოდში მთელი რიგი პრობლემები წარმოიქმნა - ძალიან ბევრი წერილი შემოდიოდა სამშენებლო ნებართვებზე, ასევე, განაშენიანების რეგულირების გეგმაზე. რა თქმა უნდა, ამ გარდამავალმა პერიოდმა გარკვეული პრობლემები შექმნა, თუმცა მშენებლობებთან დაკავშირებით, არცერთი განუხილველი წერილი არ გვაქვს. შესაძლოა, დაგვიანებები ფიქსირდებოდეს, თუმცა განუხილველი არცერთი მათგანი არაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

თბილისის მერის თქმით, უკვე დაიწყო რეფორმის შემდგომი ეტაპი და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში რეორგანიზაციაა გამოცხადებული. 

 

 

„პირველი მარტიდან შეიქმნება ურბანული განვითარების სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მომსახურებას უკვე ერთი ფანჯრის პრინციპით გასცემს. თუ დღეს მშენებლებს სხვადასხვა სამსახურში მისვლა და პროექტების შეტანა უწევთ, ეს ყველაფერი მოწესრიგდება და აღნიშნული სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს. რეფორმის მეორე ეტაპი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პროექტები უფრო გამართული იყოს და ის დაგვიანებები, რომელიც პრობლემას წარმოადგენს, მოწესრიგდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

 

 

მისივე თქმით, ურბანული განვითარების სამსახური იმავე პრინციპით იმუშავებს, როგორც არქიტექტურის სამსახური და მისი მომსახურებაც ფასიანი იქნება. 

 

 

თბილისის მერმა აქვე, ურბანული განვითარების სამსახურის უფროსს, გიორგი ებანოიძეს დაავალა, რეფორმის შემდგომ ეტაპს ყველანაირად მომზადებული შეხვდნენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი