დავით ზალკალიანი: „არანაირ სანქციებს არ ველოდებით, საქართველო თანმიმდევრულია დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებაში“
22-01-2020, 13:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არანაირ სანქციებს არ ველოდებით ევროკავშირიგან გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არის თანმიმდევრული იმ საგარეო პრიორიტეტების განხორციელებაში, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია ასახული. ასევე ვართ თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმების განმტკიცების კუთხით, ჩვენი ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო დგამს ნაბიჯებს დემოკრატიული რეფორმების განმტკიცებისა და ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. მისი თქმით, საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორიც ეუთო-ს სტანდარტებს შეესაბამება.

 

 

„რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენი ვალდებულება არის და ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ფორმატში, საქართველო არის ერთგული მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების. საქართველოში აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნები, ისეთი, როგორც შეესაბამება ეუთო-ს სტანდარტებს. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ყველა საერთაშორისო დამკვირვებელთან, მათ შორის ეუთო/ოდირის ოფისთან და არაერთხელ იყო გაცხადებული ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მხრიდან, მათ შორის როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის რეკომენდაციები, რომელიც გვაქვს, აუცილებლად იქნება გათვალისწინებული“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი