„საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში სტაბილურობის ფაქტორით, ასევე ღირებულებებით როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატია“- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი
22-01-2020, 13:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა რეგიონში  უსაფრთხოების, სტაბილურობის ფაქტორით და ასევე ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია.  რაც შეეხება რეფორმებს, საქართველო გახდა მაგალითი და ეს რა თქმა უნდა მაღალ მოლოდინს გვიმყარებს აღნიშნული სტანდარტების შენარჩუნების კუთხით, - განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს  საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 


მისი თქმით, ნიდერლანდები გაგრძელებს საქართველოს  მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები  ჩატარდება. მნიშვნელოვანია ავმაღლდეთ იმაზე რაც ჩვენ გვაშორებს ერთმანეთს და ჩავატაროთ ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი, რაც საქართველოს გააძლიერებს როგორც დემოკრატიას.  ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მოკავშირეობას რეფორმირების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს. თქვენი რეფორმირების ძალისხმევა განსაკუთრებით შთამბეჭდავია უსაფრთხოების იმ სიტუაციის თვალსაზრისით, რომელშიც ქვეყანა იმყოფება“-განაცხადა ბლოკმა.

 


მან შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ადგილზე ადამიანის უფლებების გართულებული მდგომარეობის გამო. „ნიდერლანდები ღრმად შეშფოთებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მიმდინარე სიტუაციით, განსაკუთრებით რაც შეეხება ადამიანის უფლებებს,  მე შევხვდები ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საოკუპაციო ხაზზე, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ - აღნიშნა მინისტრმა.



მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ნიდერლანდებს გააჩნიათ ხანგრძლივი და ბრწყინვალე ორმხრივი ურთიერთობები, რისი გამოხატულებაც გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი  გახარიას ვიზიტი ნიდერლანდების სამეფოში და შეხვედრები ქართველ კოლეგასთან სხვდასხვა ფორმატებში.  „ამ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი როლი ეთმობა ჩვენს ძლიერ სავაჭრო ურთიერთობებს, ნიდერლანდები არის საქართველოსთვის მე-12 სავაჭრო პარტნიორი და ერთ-ერთი წამყვანი ინვესტორი, რაც გვიმყარებს რწმენას საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და მომავალ შესაძლებლობებში“-აღნიშნა მინისტრმა.  მან ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ძალისხმევას  ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და  ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ნატოს მნიშვნელოვან პარტნიორს.


ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 21-22 იანვარს ეწვია, 10 წლიანი პაუზის შემდგომ ეს გახლავთ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი