აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სენატში მისი იმპიჩმენტის პროცესს ტყუილი უწოდა. მან აღნიშნული განცხადებს დავოსში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ტრამპის თქმით, ოპონენტებმა მის წინააღმდეგ ცრუ ბრალდებებზე დაფუძნებული იმპიჩმენტი წამოიწყეს.
„მთელი ეს ამბავი არის ტყუილი. ეს საქმე ვერაფერს მოიტანს, რადგან არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის ჩვენი სამუშაო, რომელსაც კარგად ვასრულებთ. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყანა ვართ და სწორი მიმართულებით მივდივართ. ჩვენ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა გვაქვს. დღეს მე ევროპაში ვარ, რადგან ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი კომპანია ჩამოვიდეს და ათასობით, მილიონობით სამუშაო ადგილი შეიქმნას. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენა გუშინ დაიწყეს. მოსმენებზე გადაწყდება, არის თუ არა დამნაშავე დონალდ ტრამპი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლასთან დაკავშირებით. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპი ამაში დამნშავედ ცნო და 2019 წლის დეკემბერში მისი იმპიჩმენტის საკითხს კენჭი უყარა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.