ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს, ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ, - განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სოციალურ ქსელ Facebook-ზე.
„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული მუდამ ვფიქრობდი, თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის. ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს, ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ. თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება" - წერს ზაზა სარალიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.