უკანასკნელ ხანს, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გახშირდა ამერიკელი კონგრესმენების "საყვედურებით" აღსავსე წერილები... ალბათ გახსოვთ, 4 წლის წინ კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან სტივ რასელმა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირი შეტევა განახორციელა საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრზე და პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელზე, მილიარდერზე და მეცენატაზე ბიძინა ივანიშვილზე! კონგრესმენმა რასელმა ივანიშვილს უწოდა "რუსი ოლიგარქი და პუტინის ახლო მოკავშირე, მისი ნდობით აღჭურვილი პირი"! კონგრესმენმა მიმართა აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს და დასავლეთის მსხვილ კომერციულ ბანკებს, რომ მათ "გაყინონ" ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშები, – "იარაღით უკანონო ვაჭრობის გამო”! მიმაჩნია, რომ მაშინაც და დღესაც, ამერიკელი კონგრესმენების მიერ გაკეთებული განცხადებები ბიძინა ივანიშვილის მისამართით, არ წარმოადგენს "ერთი რომელიმე კონგრესმენის ახირებას ან ნააზრევს", არამედ, მათ უკან დგანან აშშ–ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ფინანსური ძალების მქონე პოლიტიკური წრეები, რომლების გავლენა ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე ძალზედ დიდია! ცხადია, რომ ივანიშვილის ფიგურის მიმართ ოკეანისგაღმა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობს! ამის მიზეზების ჩამოთვლას არ მოვყვები და ეს არც არის გადამწყვეტი, უბრალოდ, ყოველთვის მიმაჩნდა და ეს დღეს დასტურდება, რომ ივანიშვილი შეცდა, როცა იფიქრა, - თუ პოლიტიკიდან წავიდოდა, ანუ არ დაიკავებდა არცერთ სახელმწიფო თანამდებობას, მაშინ იგი აშშ-ის "ყურადღების ცენტრში აღარ იქნებოდა"! საქმე ის გახლავთ, რომ "პოლიტიკაში მოსვლა და შემდეგ იქიდან წასვლა", ასე იოლად არ ხდება, მითუმეტეს, ჩვენს მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოსთვის, სადაც ყველა დიდი პოლიტიკური "მოთამაშის" ინტერესები იკვეთება! თანაც, როდესაც პოლიტიკაში "მოსვლა–წასვლა" ეხება მილიარდერს, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მთავარი გარანტია! ამიტომ, ივანიშვილს ამაზე უნდა ეფიქრა, როცა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრებს ცვლიდა! დიახ, ამერიკელებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, იგი "პოლიტიკურ თანამდებობაზეა" თუ არა, ვინაიდან, მათთვის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი! P.S. მოკლედ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არჩევნებამდე მოქმედი ხელისუფლებისათვის ეს „უსიამოვნო” პროცესი გაგრძელდება... ჰო, ამერიკა რუსეთი არ არის, მათი „გაცურება”, მითუმეტეს, "მოსყიდვა - არ მოსულა"....
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.