საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დავოსში ხორვატ კოლეგას ანდრეი პლენკოვიჩს შეხვდა.
საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის პროცესში საქართველოსა და ხორვატიას შორის თანამშრომლობას, ასევე - აღმოსავლეთ პარტნიორობის მომდევნო სამიტს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ახალ ხედვას შეიმუშავებს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ სამიტი ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის პრეზიდენტობის პერიოდში იმართება.
მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მოლოდინებზე და განიხილეს სამიტისთვის მზადების პროცესი. პრემიერ მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პირადად არიან ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის ივნისის სამიტის აქტიურ სამზადისში.
გიორგი გახარია ხორვატ კოლეგას ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ხორვატიის პრემიერ მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პოტენციალს და მისი ათვისების კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.