"ქართველ ვაიპოლიტიკოსთა "პოლიტიკური სიბეცე" საქართველოს და ქართველ ხალხს ძვირად უჯდება!"
07-09-2015, 02:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

25 წელია, რაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში სხვადასხვა პროფესიის მრავალმა ათეულმა ადამიანმა "მოიყარა თავი" და "პოლიტიკოსობას" ჩემულობს. მეტიც, ეს ადამიანები წლების მანძილზე გვევლინებიან მათ მიერ დაფუძნებული "პოლიტიკური პარტიების" (მაქსიმუმ, რამოდენიმე ასეულკაციანი შემადგენლობით!) თავმჯდომარეებად, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს სხვადასხვა არჩევითი ორგანოების წევრებიც ხდებიან. დროთა განმავლობაში კი, ამ პერსონების "შემადგენლობა" და რაოდენობა იცვლება, მაგრამ, სამწუხაროდ მათი "პოლიტიკური" ხარისხობრივი მაჩვენებელი არ მაღლდება, პირიქით, კლებულობს კიდეც. ყოველივე ეს კი, უარყოფითად აისახება საქართველოს გეოპოლიტიკურ, სოციალ–ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და სხვა ნებისმიერ მდგომარეობაზე. აი, დღესაც, თვალსაჩინო მაგალითი გახდა, ერთ–ერთი "პარტიის" ლიდერის ყოვლად არაპროფესიონალური და საქართველოსთვის საზიანო განცხადება, რომ, თურმე – "ინგუშები, ჩეჩნები და ოსები საქართველოსთვის არასასურველი მეზობლები არიან და თუ რუსეთი დაიშლება, ამ ხალხებთან ურთიერთობა ქართველებისთვის პრობლემა გახდება.."?!

 

 

რა უნდა გითხრათ? ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ამ "ლიდერს" წარმოდენა არა აქვს, არც პოლიტიკაზე, არც ისტორიაზე, არც დიპლომატიაზე, არც იმაზე – თუ სად, როდის, რა და როგორ უნდა თქვას, ან არ თქვას!.. დიახ, შეგნებულად არ ვასახელებ ამ "ლიდერის" პიროვნებას, რადგანაც მას საზოგადოდ დადებითი საქმეც უკეთებია და მიმაჩნია, რომ იგი ქართული საზოგადოებისათვის სასარგებლო იქნება, როგორც პროფკავშირული ლიდერი და არა, როგორც "პოლიტიკური ლიდერი"! დიახ, ქართულ პოლიტიკაში ჩართული პირები, ხშირად სცოდავენ ამ კუთხით, როცა მიიჩნევენ, რომ რამოდენიმე ათასიან საპროტესტო მიტინგზე სიტყვით გამოსვლა საკმარისია "პოლიტიკაში მოსასვლელად". არადა, არც კარგი ეკონომისტობა, ან რომელიმე სხვა პროფესიაში გარკვეული მიღწევები არ გახლავთ იმის დამადასტურებელი, რომ ესა თუ ის პიროვნება "პოლიტიკურ ლიდერობას გაქაჩავს", რადგანაც პოლიტიკოსობა და პოლიტიკური ნიჭიერება ისევე საჭიროა ადამიანისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის მქონე პირისთვის, მეტიც, პოლიტიკოსები განსაკუთერებული, მრავალმხრივი ცოდნითა და არაორდინალური აზროვნების უნარით უნდა გამოირჩეოდნენ!.. ამიტომაცაა, რომ , 25 წელია, რაც ქართველ ვაიპოლიტიკოსთა "პოლიტიკური სიბეცე" საქართველოს და ქართველ ხალხს ძვირად უჯდება!!!...


ჯუმბერ კირვალიძე,

პოლიტოლოგი

კომენტარები: 1
#1   თამაზი
      
სიმართლეს ამბობს ეს კაცი რას ერჩით. საკადრო პოლიტიკა ქვეყანაში ყოველთვის მოიკოჭლებდა და დღესაც ასეა, რადგან ნეპოტიზმმა და კანონის უმოქმედობამ წაახალისა ისედაც არაპროფესიონალი პერსონა.
7 სექტემბერი 2015 15:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი