საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით მიმდინარე წლის 21 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა - მესტიის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისა და 2019-2020 წლების საკურორტო სეზონის წარმატებულად ჩატარების მიზნით.
საკოორდინაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, შსს-ს პოლიციის მესტიის რაიონული სამმართველოს, სს. ენერგო-პრო ჯორჯიას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საჭიროებები, კერძოდ: ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების, რომლის შეფერხებაც თავის მხრივ გამოწვეულია ბოლო პერიოდში კატასტროფულად გაზრდილი მოხმარების მაჩვენებლით, რაც დაკავშირებულია მოსახლეობის მიერ ეგრეთ წოდებული „მაინერებით“ კრიპტოვალუტის წარმოებით. აგრეთვე, სასმელი წყლის დამაკამყოფილებელი ნაკადით, უწყვეტად მიწოდების, საგზაო ინფრასტრუქტურის გამრთულად მუშაობის, დამატებითი, საფეხმავლო 9 ტურისტული ბილიკის მოწყობა, რომელთა ჯამური სიგრძე 117კმ-ს უდრის. ასევე, ჰაწვალის და თეთნულდის კურორტებზე საბაგირო გზების მოწყობის საჭიროება. მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა დაბა მესტიაში საგზაო მიმმართულების, საპარკინგე სივრცეებისა და შიდა მუნიციაპალური ტრანსპორტის არქონა.
შეხვედრაზე დამსწრე ყველა უწყების წარმომადგენელმა, დაქვემდებარებული სფეროების მიხედვით წარმოადგინა პრობლემების გადაჭრის საკუთარი ხედვა. კოორდინირებულად მოქმედებისა და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი და შეხვედრის ოქმის თანახმად, სამოქმედო გეგმა. პროცესის შემდგომ მიმდინარეობას ზედამხედველობას ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრციასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაც გაუწევს.
სახელმწიფო ადასტურებს მზაობას იმისათვის რომ გონივრულ ვადაში იქნება აღმოფხვრილი მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აფერხებს ტურიზმის შეუქცევად განვითარებას და აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.