მიხეილ ჩხენკელმა მაკმილანის ხელმძღვანელობასთან სკოლებში ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის გეგმები განიხილა
23-01-2020, 10:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ოფიციალური ვიზიტი ლონდონში გრძელდება.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრა გამართა მსოფლიოში უდიდესი საერთაშორისო საგანმანათლებლო  კომპანია  - მაკმილანის ხელმძღვანელობასთან.

 

 

მინისტრმა მაკმილანის ხელმძღვანელობას გააცნო ხედვა ელექტრონული წიგნების შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ ეტაპზე. ციფრული სახელმძღვანელოების უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებს მასალის წაკითხვასთან ერთად წვდომა ექნებათ მულტიმედიურ ინტერაქტიულ რესურსებზე, როგორიც არის თვითშეფასების ტესტები, ვირტუალური ლაბორატორიები და სხვა აპლიკაციები.

 

 

საპილოტე რეჟიმში სამინისტრო გეგმავს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ქართული სახელმძღვანელოების  გაციფრებას. ამასთან დაკავშირებით გამოცხადდება კონკურსი საუკეთესო სახელმძღვანელოების შესარჩევად. ამ კონცეფციამ მაკმილანის ხელმძღვანელობის დიდი მოწონება დაიმსახურა და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში.

 

 

ლონდონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას. ფორუმზე 95 ქვეყნის 1200-ზე მეტი დელეგატი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს, ახალ მიდგომებსა და სტრატეგიებს განიხილავს. ფორუმის ძირითადი თემაა - სწრაფად ცვალებად სამყაროში განათლების გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი