საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე - ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს.
პრემიერ მინისტრი გახარია და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.