"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მათი "ადგილობრივი ლიდერების" დევნაში ადანაშაულებს
13-02-2014, 15:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" შიდა არჩევნების ე.წ. "პრაიმერების" ჩატარება დაიწყო, რომელსაც მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ, ადგილობრივი ლიდერების წინააღმდეგ, სამართალდამცავი ორგანოები და პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაუპირისპირა.

 


"კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ კონკრეტული მოსამართლეები, ქუთაისის სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილი და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ ვსაუბრობდით ამ მოსამართლეების მხრიდან ხელისუფლების დაკვეთის შესრულებაზე, როცა ვანო მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი იხილებოდა. მაშინ ხელისუფლებამ საქმე ქუთაისში ხელოვნურად გადაიტანა, რადგან მათ წინასწარი პატიმრობის შეფარდების გარანტია ჰქონდათ.

 

 

გუშინ კი, იმავე ახალბედაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ხონის რაიონის გამგებელს ზურაბ ჯიბუხაიას და გამგებლის მოადგილეს მერაბ ჭელიძეს. ბრალდება სრულიად აბსურდულია და ოთხი წლის წინ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის 12 ათასი ლარის ღირებულების შეშის დარიგებას ეხება. ბრალდების შინაარსიდანაც ნათლად სჩანს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორებაა" - აცხადებენ ნაციონალები.

 


მათივე ინფორმაციით, პარალელურად, იმავე დღეს, დააკავეს დუშეთის რაიონის ახლადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიციის თავმჯდომარე ზურაბ ოტიაშვილი. მას დაკავებამდე რამოდენიმე დღით ადრე, კი, ნაციონალების ინფორმაციით, პარლამენტის წევრი ირაკლი ტრიპოლსკი მას დაემუქრა, რომ პრობლემებს შეუქმნიდა თუ ნაციონალური მოძრაობის სახელით აქტივობებს თავს არ დაანებებდა.

 

 

"აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს არჩილ კბილაშვილმა პროკურატურის ახალი სტანდარტის შესახებ განაცხადა, რომ ე.წ. თეთრი საყელოს დანაშაულებთან (სამოხელეო და ფინანსური) დაკავშირებით პროკურატურა აღარ მოითხოვდა წინასწარ პატიპრობას.

 

 

ეს განცხადება არაერთხელ გაიმეორე ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა.მიუხედავად ამისა მაინც მოითხოვეს წინასწარი პატიმრობა, რაც სასამართლომაც დაუკმაყოფილა და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი მიზანი არა დანაშაულზე რეაგირება, არამედ პოლიტიკური დევნა იყო.

 

 

აქვე გვინდა განვაცხადოთ, რომ ხონის მოქმედი გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია და დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ოტიაშვილი იღებდნენ მონაწილეობას პრაიმერში და დიდი ალბათობით სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ხონის და დუშეთის რაიონების გამგებლის არჩევნებში.

 

 


ამასთან 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, თითქმის ყველა რაიონში დაიწყო ანალოგიური პროცესები, როდესაც ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის პლიტიკური ლიდერების მიმართ მასიურად დაიწყეს გამოძიებები და საქმე მხოლოდ იმ შემთხვევაში წყდებოდა, თუ ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერას შეწყვეტდნენ.

 


ნათელია, რომ გრძელდება ხელისუფლების კამპანია მთავარი ოპოზიციური ძალის განადგურების მიზნით, ამ ამოცანის თაობაზე არაერთხელ ღიად განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძიან ივანიშვილმა და სულ ცოტა ხნის წინ პრემირ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მოვუწოდებთ ყველა მოსამართლეს არ გახდნენ ამ პოლიტიკური კამპანიის ინსტრუმენტები" - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი