ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებმა სოფელ კინჩხაში არსებული მდინარე ოკაცეს ხეობა და წყალვარდნილის ტურისტული ზონა დაასუფთავეს.
ხონის გამგეობის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი აქციები და ღონისძიებები თვითმმართველობის მხარდაჭერით პერმანენტულად იმართება, ტურისტული ზონები ვიზიტორთა გულგრილი დამოკიდებულებისა და ვანდალური ქმედებების გამო ინტენსიურად ბინძურდება, ყოველდღიურად ჩნდება დანაგვიანების ახალი კერები.
ხელახალი დანაგვიანების პრევენციის მიზნით, დასუფთავების აქციის მონაწილეებმა ოკაცეს ჩანჩქერამდე მისასვლელი გზის მიმდებარედ ბანერები დადგეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.