საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ლევან იზორიას ძმას, კიტა იზორიას, რომელიც პატრულმა თბილისში, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა, სისტემა მფარველობს, მის დამკავებელ პოლიციელს კი დევნის.
სკანდალურ ვიდეოკადრებს „მთავარი“ ავრცელებს, სადაც ჩანს თუ როგორ აკავებს პოლიციელი იზორიას ძმას, რომელიც სავარაუდოდ ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება და უცენზურო სიტყვებით წინააღმდეგობას უწევს პოლიციის მაიორს, გიორგი დვალიშვილს და ემუქრება კიდეც მას.
„იცი ვინა ვარ? აი შენნაირებს ფორმას ვხდი მე და სახლში უნდა დაჯდე შენ, სახლში. არაადამიანი ხარ შენ ბიჭო. თქვენ როგორ გატუტუცებული ხართ. ეს რაც გააკეთეთ თქვენ, ამაზე იცი რა უნდა გიქნას კაცმა? არ დაგინდობთ, თქვენ რას გიზამთ იცი? ერთი წამი არ უნდა დაფიქრდეს შენზე ადამიანი ისე უნდა გახადო ფორმა და გააგდო“, ეუბნება საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში ხელბორკილდადებული იზორია პოლიციის მაიორს, გიორგი დვალიშვილს.
„მთავარის“ ცნობით, კიტა იზორიას დაკავებიდან მალევე მისი გათავისუფლება გავლენიანი ძმის, ლევან იზორიას ჩარევის შედეგად მოხდა.
პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის ინფორმაციით, იმ დროს როცა კიტა იზორიას დაკავების ფაქტს ჰქონდა ადგილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ვახტანგ გომელაური და ლევან იზორია იყვნენ და „ძალიან კარგად იცის ბატონმა გომელაურმა, რა იყო და როგორ იყო“.
ინციდენტიდან მალევე, პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი დააქვეითეს, შემდეგ კი მინიმალურ ხელფასზე სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს და ბოლოს კი, მის განყოფილებაში გამოცხადებული რეორგანიზაციის საფუძველზე კადრების განყოფილებას გადასცეს.
ამის შემდეგ, თბილისის საპატრულო პოლიციის მაშინდელმა უფროსმა კახა ბუხრაძემ მაიორი დვალიშვილი დაიბარა და ვიდეომასალის ტელეფონში გადაგზავნა მოსთხოვა, რაზეც მან უარი უთხრა და განუმარტა, რომ კადრებს მხოლოდ გამოძიებას გადასცემდა.
ამის შემდეგ კი, პატრულ-ინსპექტორზე ტერორი დაიწყო.
„იმის მაგივრად რომ ჩემს სიმართლეში დამხმარებოდა და გარკვეულიყო ნებისმიერი სამსახური, ჩარეულიყო და ეთქვა, რატომ ხდება, რისთვის ხდება, პირიქით, ამაში ჩაერია მთლიანად სამინისტროს აპარატი“, აცხადებს „მთავართან“ გიორგი დვალიშვილი - პოლიციელი, რომელსაც დაკავებული იზორიას გათავისუფლება აიძულეს.
გიორგი დვალიშვილმა საჩივარი პროკურატურაში შეიტანა და ასევე მიმართა სახალხო დამცველსაც, საჩივრებს თან დაურთო ვიდეოფაილი და მოითხოვა შსს-ს იმ მაღალჩინოსნების დასჯა, ვინც სატელეფონო ზარით სისხლის სამართლის დანაშაული დაფარა.
„7 ნოემბერს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კახა ბუხრაძის წინააღმდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების ფაქტზე, რომელიც, ჩემდა სამწუხაროდ, აღიძრა და გაჩერდა. 2 თვე გავიდა, არანაირი რეაგირება, თითქოს იქ არც არაფერი მომხდარა“, აცხადებს დვალიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.