„ლომჯარია რაღამ გამოაჩერჩეტა, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, საღამოს 6 საათზე რომ მოუნდა „ელიტურ“ პატიმრებთან - ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან და ნაკანთან შეხვედრა“ - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სახალხო დამცველის შეხვედრას მერაბიშვილთან და ოქრუაშვილთან.
„კარგი, თაკო ჩერჩეტია, არც მუსიკათმცოდნედ ივარგა, არც პუბლიცისტად და არც პოლიტიკოსად უქნია ღმერთს, მაგრამ ეს „ცხრაარასამთავრობოგამოვლილი“ ლომჯარია რაღამ გამოაჩერჩეტა, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, საღამოს 6 საათზე რომ მოუნდა „ელიტურ“ პატიმრებთან - ოქრუაშვილთან, მერაბიშვილთან და ნაკანთან შეხვედრა (დონაძემ არ მიიღო, - „ხვალ გამოიარე, ახლა დასვენების საათები მაქვსო“, - ნეტავ, რამ დაღალა?! რა ეგონა, დაიმალებოდა ეს კონფიდენციალური შეხვედრა?!
წულუკიანმა კანონი დაარღვიაო, - ჟურნალისტების დანახვამ დააბნია და არეული ლუღლუღებდა ლომჯარია.
ჯერ ერთი, არაფერი დაურღვევია: საზოგადოების მაღალი ინტერესი დააკმაყოფილა სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა.
მეორეც, რატომ უნდა იყოს გასაიდუმლოებული ომბუდსმენის პატიმრებთან შეხვედრა?!“ - აცხადებს მძინარაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.