ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქალაქო სასართლოს დარბაზი პროტესტის ნიშნად ხმაურით დატოვა.
„რაზე მელაპარაკებით, საერთოდ, მთელი საქართველო? ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით? კანონმა მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ? ხალხი არ ხართ? რაზე მისვამთ კითხვას? ამ ჩემს ფეხებს, თუ გამოუშვებენ! 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან! რა მნიშვნელობა აქვს?! შთამომავალი, რომელიც მომიკლა კალანდიების და სუბელიანის ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა პასუხი გინდათ?!“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობდა, როდესაც დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი დატოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.