ნაცემი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას კალაძის დავალებით ფიზიკურად „კოლექტიური ივანიშვილი-კალაძეები“ „ლაჩრულად“ გაუსწორდნენ
24-01-2020, 15:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მას ხელისუფლების წარმომადგენლები, დედაქლაქის საკრებულოს წევრები ბიუროს სხდომაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ იმის გამო, რომ მან კახა კალაძე კორუფციაში არაერთხელ ამხილა და ასევე იმის გამოც, რომ ბოლოს მან ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თქვა, რომ საკრებულოში მომუშავე დამლაგებლებს მათხოვრულ ხელფასს, 200 ლარს აძლევენ და თან მონურად ამუშავებენ.

 


მისი თქმით, ისინი ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ „ესენი არიან კოლექტიური ივანიშვილი-კალაძეები“.

 

 

 


„მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი ფაქტებით ამხილა კალაძე და ივანიშვილი და ამის გამო მომხვდა. ეს იყო კალაძის პირადი დავალება. ვერ წამაქცევენ. კალაძის დავალება იყო, რომ მაჩვენეთ ეგ ტიპი... აი, დაალურჯეთ. ესენი ლაჩრები არიან, რომლებიც უკნიდან მომეპარნენ. დღევანდელი წიხლი, რომელიც მომაყოლეს, ასმაგად მაძლიერებს“, განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის თქმითაც მას „ქართული ოცნების“ წევრები თბილისის საკრებულოში მალულად, ზურგიდან მივარდნენ და ისე გაუსწორდნენ ფიზიკურად.

 

 

„ვაჟკაცობაც არ აქვთ. კრიმინალიც კი არ იკადრებს, რომ ერთ კაცს 10 და 20 დაესიონ“, აღნიშნა ხაბეიშვილმა, რომელსაც მარჯვენა თვალი აქვს ჩალურჯებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი