განა დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში ასე არ არის (ალბათ, უფრო მწვავედაც!), როგორც თავის დროზე დიდი ვაჟა ამბობდა! თანამედროვე ქართული პოლიტიკური სპექტრის და ზოგადად ქართული საზოგადოების "მწიგნობარი" წარმომადგენლები, ნაცვლად იმისა, რომ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტი ყველანაირად დაიცვან, ზოგი ალთას იყურება, ზოგი ბალთას, ზოგს დასავლური ულტრალიბერალიზმი მოსწონს, ზოგს რუსული ნეოიმპერიალიზმი ურჩევნია, თანაც არასრულფასოვნების კომპლექსით დაავადებულთ, მაგალითად - "სტოკჰოლმის სინდრომით", - საკუთარი სულიერი, გონებრივი და თუგინდ ფიზიკური უღონობა მთელს ერზე სურთ გაავრცელონ! ერთიც და მეორეც, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ცრუეროვნული პათოსით აღჭურვილნი ებრძვიან ჭეშმარიტად ნაციონალურ, სულიერ და პატრიოტულ პოლიტიკურ იდეალებს!!! - ვაჟა-ფშაველა:"ჩვენა გვყვანან "უიმედონი" ინტელიგენტები, რომელთაც სხვა არა რა სწამთ და არცა რას დაიჯერებენ, გარდა "კოსმოპოლიტიზმისა". ნაციონალიზმი იმათ არა სწამთ, ნამეტნავად ქართული! ჩვენ, ჩვენად არაფერს წარმოვადგენთ, არაფერნი ვართ, თუ სხვა ერს არ შევუერთდით და "ჩვენობა" არ უარვყავითო! პატრიოტები იმათი ფიქრით ვიწრო, მოკლე შეხედულებისანი არიან და მათ კი, "ვრცელი" შეხედულება აქვთ"!
პოლიტოლოგი
ჯუმბერ კირვალიძე
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.