ამერიკელი გენერლის ფრაზა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სასტუმრო "რუმს ოტელში" მიმდინარე კონფერენციაზე განუცხადა.
ხიდაშელი ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის არმიის სარდალთან, ბენ ჰოტჯესთან დილით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მასთან 2016 წლისთვის დაგეგმილი ქართულ-ამერიკული სწავლების საკითხები განიხილეს, თუმცა, არ ელოდა, რომ რაც ითქვა დახურულ შეხვედრაზე, ბენ ჰოტჯესი საჯაროდაც გაიმეორებდა.
"ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ძალიან საინტერესო იყო გენერალ ჰოდჯესის გამოსვლა, მან ძალიან საინტერესო აქცენტები გააკეთა, პირველ რიგში, როდესაც საუბრობდა რუსეთის პროვოცირების შესახებ მსოფლიოში დღეს მოარულ არგუმენტებზე. მან ძალიან ნათლად, სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით, თქვა, რომ რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის ოცი წელია, აგრესიით არის დაკავებული. ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზებს ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელი და მანიშნებელია.
ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგის იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, 2016 წელს ისევე როგორც 2015-ში, ამერიკელი სამხედროებისა და ტექნიკის გამომგზავრება მოხდება შავი ზღვით, ბულგარეთიდან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.