გიორგი ქადაგიძე: კითხვა იმასთან დაკავშირებით, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ეროვნულმა ბანკმა, საერთოდ არ არსებობს
07-09-2015, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა იყო მცდარი გადაწყვეტილება. ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და დაამატა, რომ ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე აღნიშნულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.


"რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, მე ვთვლი და ეროვნული ბანკის პოზიცია არის, რომ ეს იყო მცდარი გადაწყვეტილება, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ამით არ მთავრდება ჩვენი ყოფა და დღევანდელობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა", - განაცხადა ქადაგიძემ. მისივე თქმით, ეს არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები, მოქალაქეების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა და ის გამოწვევები, რაც მოიტანა გაუფასურებულმა ლარმა.


"ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც მთავარია აღდგეს სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში, რომელმაც უნდა გამოიწვიოს საბოლოო ჯამში ჩვენი მოქალაქეებისთვის შვება, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკის პოლიტიკის სისწორე აღნიშნულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ასევე ყველა ავტორიტეტული ეკონომისტის მიერ იქნება ეს სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ სხვა.


"ამიტომ, კითხვა იმასთან დაკავშირებით, სწორი პოლიტიკა გაატარა თუ არა ეროვნულმა ბანკმა, საერთოდ არ არსებობს", - განაცხადა ქადაგიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი