საქართველოში ჩამოყალიბდა დე ფაქტო სპორტული მხედრიონი. მოძალადე, საკუთარი კუნთების ოლიგარქზე გამყიდველ-გამქირავებელი სპორტსმენები,ზნეობისგან, რაინდობისგან, იდეების თუ პატრიოტიზმისგან დაცლილი მანიაკები, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
ნათელაშვილის თქმით, ქვეყანაში სპორტის დეპოლიტიზაცია უნდა მოხდეს.
„დღევანდელი სამბისტთა თავდასხმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე გენერალური რეპეტიციაა იმის, რასაც გეგმავენ არჩევნებზე. საჯარო, ცნობად ლიდერებს რას უკეთებენ და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩაყრიან ოპოზიციის აქტივს უბნებზე, საარჩევნო ყუთებთან თუ ნებისმიერ ურთიერთობაში. ქვეყანაში უნდა მოხდეს სპორტის დეპოლიტიზაცია, არც ერთი სპორტსმენი პოლიტიკაში! მე დავსვამ პოლიტიკური პარტიების საკონსულტაციო ფორმატზე საკითხს, მოძალადე-ზონდერ სპორტსმენების შიდა და საერთაშორისო შეჯიბრებებიდან მოხსნის, აგრეთვე ამ ზონდერთა ფედერაციების წევრობის შეჩერებაზე მსოფლიო ფედერაციებში.
ის, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას ხალხზე ძალადობისათვის არ უნდა იღებდნენ თქვენივე ჯიბიდან, ვფიქრობ, ასევე უაპელაციო საკითხია. მარტო კალაძე-კობიაშვილს 300 მილიონი მიაქვს, ვითომდა ფეხბურთის განვითარებაზე და როგორ განავითარეს, ვფიქრობ, ხედავთ. ეს მილიონები რომ წასულიყო მასობრივი სპორტის განვითარებაზე, რამდენი ვარსკვლავი იქნებოდა აღმოჩენილ-გზაზე დაყენებული, ვინ იცის. კომუნისტების დროს ამ გაბერწებულ ჩემპიონთა სამუშაო ადგილი იყო რესტორნის დირექტობა ან ობეხეესში რიგითი ინსპექტორობა.ზედა ეშელონებს არ აკარებდნენ რაც სავსებით სწორი გახლდათ. ახლა ლამის მთელი პარლამენტი, მთავრობა მათითაა დაკომპლექტებული. იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ მათი მოპოვებული გამარჯვებები შეიძლება აღარც გაგვიხარდეს” , - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.