გიგა ბოკერია: ივანიშვილის და მისი გუნდის იზოლაციის პროცესი გაგრძელდება, თუ ისინი გონს არ მოეგებიან
26-01-2020, 14:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „რესპუბლიკელი" სენატორის, როჯერ ვიკერის წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს არის ტალღა, რომელიც ბუნებრივი რეაქციაა თავისუფალი სამყაროს პოლიტიკური კლასის იმ ნაწილისგან, ვინც საქართველოთია დაინტერესებული და თუ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, ძალადობრივი ტენდენცია შენარჩუნდება, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის იზოლაციის პროცესი გაგრძელდება.

 


„ეს არის ტალღა, რომელიც აბსოლუტურად ბუნებრივი რეაქციაა თავისუფალი სამყაროს პოლიტიკური კლასის იმ ნაწილისგან, ვინც საქართველოთი არის დაინტერესებული, რადგან ეს ხალხი, პრაგმატულად და ღირებულებებით არის საქართველოს მხარდამჭერი – არა დღევანდელი, გუშინდელი ან ხვალინდელი ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის. როდესაც ისინი ხედავენ ტენდენციას, რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოა, უკანონოა, ძალადობრივია, საფრთხეში აგდებს ჩვენ სუვერენიტეტს, დემოკრატიას, ანუ მათ ინტერესებსაც, ისინი ამ რეაქციას მიმართავენ. ივანიშვილის და მისი გუნდის იზოლაციის პროცესი გაგრძელდება, თუ ისინი გონს არ მოეგებიან. ხელისუფლებამ უკან უნდა წაიღოს ის შეურაცხყოფა, რაც ქართველ ხალხს მიაყენა, გააჩეროს ძალადობრივი დევნის ფონი, პოლიტპატიმრების ჩათვლით და ამის შემდეგ იქნება შედარებით მაინც ნორმალური ატმოსფერო“, განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

კომენტარები: 1
#1   Buy Facebook accounts
      
This is just the information I am finding everywhere. Thanks for your blog, I just subscribe your blog. This is a nice blog.. Buy Facebook accounts
31 იანვარი 2020 06:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი