„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განთავსებულ ექიმებს „პირდაპირ საბარგო განყოფილებაში, კიბესთან, ორპირ ქარში, ყოველგვარი ელემენტარული ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გარეშე ჩინეთის წახმარების გარეშეც შეიძლება თვითონ უფრო ადრე დაემართოთ რესპირატორული დაავადება“.
„როგორც იქნა (ფეისბუქზე) ჩემი წინა პოსტის შემდგომ, ხელისუფლებას მოუფიქრებია აეროპორტში, ექიმთა ბრიგადის განთავსება. ძალიან სანდომიანი მედიკოსები სხედან პირდაპირ საბარგო განყოფილებაში, კიბესთან, ორპირ ქარში, ყოველგვარი ელემენტარული ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გარეშე და ღმერთმა დაიფაროს „ჩინეთის წახმარების გარეშეც შეიძლება თვითონ უფრო ადრე დაემართოთ რესპირატორული დაავადება. მოვუწოდებ ხელისუფლებას სასწრაფოდ გამოყოს აეროპორტის შენობაში შესაბამისი ფართი ექიმებისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. რა ვიცი საკუთარი კაბინეტებისათვის ავსტრალიური ძროხის ტყავისგან დამზადებულ რბილ ავეჯს აღარ ჯერდებიან და რა გაუხდათ ამ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტა კვლავ გაუგებარია, უფრო სწორად სრულიად გასაგებია“, აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.