ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის ქალიშვილი გაიანა იმ 9 ადამიანს შორის არიან, ვინც ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად კალიფორნიის ქალაქ კალაბასაში დაიღუპა.
41 წლის ბრაიანტი თავისი კერძო ვერტმფრენით მგზავრობდა, როცა ის ჩამოვარდა და ცეცხლის ალში გაეხვა. ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფმა განაცხადა, რომ კატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა.
ბრაიანტი NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი იყო. იგი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში „LA Lakers“-ში თამაშობდა და კლუბის თამაშების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოთამაშედ იყო მიჩნეული.
ლეგენდარული ვარსკვლავის მოულოდნელმა სიკვდილმა კალათბურთის სამყარო შეძრა. სამძიმრის განცხადება გამოაქვეყნა NBA-იმ, სადაც ნათქვამია, რომ „გამანადგურებელია კობი ბრაიანტის და მისი ქალიშვილის, გაიანას ტრაგიკული გარდაცვალება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.