დღეიდან გენპროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება იწყება
27-01-2020, 11:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპროკურორო საბჭო დღეიდან გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ანბანური თანმიმდევრობით დღეში ორ კანდიდატს მოუსმენენ, ინტერვიუების ნახვა კი მოქალაქეებს საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით შეეძლებათ.

 

 

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, ფარული კენჭისყრით არანაკლებ სამ კანდიდატურას შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ამის შემდეგ კი ერთ კანდიდატს შეარჩევს, რომელსაც უკვე პარლამენტს წარუდგენს ასარჩევად. საკანონმდებლო ორგანო ახალ გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს. თუ პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო დეპუტატების ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით სხვა კანდიდატებს შეარჩევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი