ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წამოსვლა, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ დაგეგმილ მეხუთე შეხვედრასთან დაკავშირებით.
როგორც კახიძემ განაცხადა, ის ელის, რომ შეხვედრაზე, რომელზეც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით უნდა გაიმართოს, მმართველი გუნდი წარადგენს ისეთ ვერსიას, რომელშიც დაცული იქნება პროპორციულობის პრინციპი, რაც გულისხმობს პოლიტიკური ძალის მიერ არჩევნებში მიღებული ხმების პროპორციული რაოდენობით შესვლას პარლამენტში.
„ხელისუფლებას მოუწევს გარკვეულ დათმობაზე წამოსვლა, ჩემი აზრით, თუ შერჩათ რაღაც გონიერების მინიმალური ნატამალი მაინც. ვინაიდან, ასე არ გამოუვათ, ქართულ საზოგადოებას რა შეურაცხყოფაც მიაყენეს, უნდა წაიღონ უკან. ისეთი მოდელი დადონ, რომელშიც ასახული იქნება პროპორციულობის პრინციპი, ანუ რა მხარდაჭერასაც მიიღებს პოლიტიკური ძალა არჩევნებში, ის წარმომადგენლობა უნდა ჰყავდეს პარლამენტში. ეს პრინციპი უნდა იყოს დაცული. მათ მიერ წარმოდგენილი ვერსიით, ეს პრინციპი დაცული არ არის, ამიტომ, თუ შეჯერდებიან იმ მოდელზე, რომელშიც ეს პრინციპი დაცული იქნება, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გაიზიარებს. მათი შემოთავაზებული მოდელი 100/50-ზე არ ასახავს იმ პრინციპს. 27 %-იანი მხარდაჭერით თეორიულად შესაძლებელია, რომ მთავრობა დააკომპლექტოს და ეს ნორმალურია? რა თქმა უნდა, ეს ნორმალური არ არის. შესაბამისად, მოდელი, რომელშიც პროპორციული პრინციპი დაცული იქნება, 50 თუ არა, 45 %-იანი მხარდაჭერა მაინც უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ ძალას, რომ მთავრობის დაკომპლექტებაზე პრეტენზია განაცხადოს. 50-თან ახლოს თუ იქნება ეს პრინციპი და არ ვამბობ მოდელზე, ჩვენი გერმანული მოდელიც ხო ამ პრინციპს ითვალისწინებს, რამხელა მხარდაჭერაც გაქვს, იმაზე მეტი წარმომადგენლობა არ გყავდეს პარლამენტში, ამაზე სამართლიანი მოთხოვნა რა უნდა იყოს? თუ ამ პრინციპს ასახავენ, შემდგომ უკვე ოპოზიცია მორიგ რაუნდზე მზად იქნება შემდგომი ნაბიჯებისთვის. ჩვენი თვითმიზანი კი არ არის ამ რეჟიმში ყოფნა. ჩვენი მიზანია ცივილური ოპონირება ხელისუფლებასთან და მათი დამარცხება არჩევნებზე“, – განაცხადა კახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.