„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, გივი თარგამაძის განცხადებით, პიროვნება, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ საქართველოდან უკანონოდ მოპოვებული ინფორმაცია გაიტანა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა, დღეს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერაა დაკავებული.
თარგამაძის თქმით, ცნობილია ამ პიროვნების ვინაობაც. ის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილია.
„რამდენიმე თვის წინ, ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტროს თანამშრომელმა უკანონოდ მოიპოვა ინფორმაცია და ინფორმაციით საქართველოს საზღვრები ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით დატოვა. თუმცა, მაშინ ფაქტი შსს-მ უარყო. შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ამ პიროვნებისა და საქმის დეტალების დადგენა - ის არის სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელი გია არდაზიშვილი, რომელიც წარმოშობით თელავიდანაა. თავის დროზე თანამდებობაზე ამ დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების, ქართველიშვილის და ბათიაშვილის რეკომენდაციით დაინიშნა.
მან მოახერხა უკანონო წვდომა და ანალიტიკური დეპარტამენტიდან ინფორმაცია სრული კანონდარღვევით მოიპოვა. აქ საუბარი ინფორმაციაზე, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს, პერსონალიებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეხება და ძალიან დეტალიზებულია.
ის მიადგა საოკუპაციო საზღვარს ცხინვალის მიმართულებით. საგულისხმოა, რომ საზღვარზე გადასვლა ძალადობრივი გზით მოახერხა. მესაზღვრეს უთხრა, რომ კონკრეტულ ღონისძიებაზე გადადიოდა, თუმცა მაინც არ გადაატარეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით, მესაზღვრესთან ერთად გადავიდა, იქ კი მას შეირაღებული პირები დახვდნენ და ასეთი გზით დატოვა ტერიტორია.
საინტერესოდ განვითარდა შემდგომში მოვლენები, რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით 2 სექტემბერს, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადმოაგდეს ეს პიროვნება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიატოვეს. ის იყო ნაცემი. ამჟამად ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჰყავს დაკავებული“, - განაცხადა გივი თარგამაძემ და შსს-ს მოუწოდა უპასუხოს კითხვებს - როგორ მოახერხა მან ინფორმაციაზე წვდომა და მისი ქვეყნიდან გატანა, ასევე დაისაჯნენ თუ არა შესაბამისი პირები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.