მსოფლიოს უტევს კობრის ჩინური ქვესახეობიდან წარმოშობილი ახალი კორონა ვირუსი, რომელიც უზარმაზარი საფრთხეა კონტინენტის ცენტრში მდებარე საქართველოსთვის, ამის მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლება აქაც აგრძელებს დანაშაულებრივ უპასუხისმგებლობას და ქვეყანა მთლიანად გახსნილია ამ მომაკვდინებელი სენისთვის, - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს.
ნათელაშვილი მთავრობას მოუწოდებს, სასწრაფოდ აკრძალონ მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან და ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში განსაკუთრებული კონტროლი დააწესონ.
„მთავრობის გასაგონად! სასწრაფოდ აკრძალეთ მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან! შეაჩერეთ ყოველგვარი ტვირთები, მათ შორის ფოსტა! განსაკუთრებული კონტროლი დააწესეთ ჩინელთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში, კონკრეტულად ქუთაისში, თბილისსა და ხარაგაულში, სადაც ბოლო დროს ჩინური ქალაქები აშენდა. მდგომარეობა ძალიან მძიმეა და თითქოს ბედის უკუღმართობით ასი წლის უკან "ისპანკა“ ცნობილი გრიპი, რომელმაც მრავალი ათეული მილიონი ადამიანი შეიწირა, განმეორდა, ამჯერად უკვე ჩინეთიდან.
იმედია მედიკოსები მალე იპოვნიან ამ ახალი ვირუსის თავიდან აცილების და მკურნალობის საშუალებას, მაგრამ დღესდღეობით მდგომარეობა სავალალოა და მისთვის საქართველოს კარი გახსნილია, საჰაეროც და სახმელეთოც. თბილისი აეროპორტში მედიკოსთა ბრიგადა დასვეს საერთო დაბრაზში, სადაც უამრავი ხალხი ტრიალებს. არ აქვთ სპეცტანსაცმელი, არ არის ნიღბები და გამოდის რომ, თუ ვირუსით დაავადებული მგზავრი შემოვა, შეხვდება მესაზღვრეს, მებაჟეს და ყველას რომ გადასდებს, შემდეგ მოხვდება ექიმებთან, რომლებიც არიან ასევე სრულიად, სრულიად დაუცველნი და უზარმაზარი რისკის ქვეშ. საქართველოში არ არსებობს ავადმყოფებისთვის წინასწარ მომზადებული ამბულატორიები და კლინიკები.
ვიმეორებ, თავისუფალია ყოველგვარი მიმოსვლა და ტვირთების ბრუნვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. ამ დროს მეზობელმა სომხეთმა იმ პროდუქციის შემოტანაც კი შეაჩერა, სადაც ჩინური კომპონენტებია გამოყენებული. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს უნდა კორონა ვირუსით მოსპოს ხალხი და გაასუფთაოს ტერიტორია იმისათვის, რომ მერე კარგად მიყიდოს მის კომპანიებთან კონტრაქტზე მყოფ ირანულ-არაბულ კომპანიებს მიწები და სახლები. რა თქმა უნდა, ეს არცთუ სერიოზულად, მაგრამ არც სერიოზულობის გარეშე. აბა რა დასკვნა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, როცა ყველა ქვეყანაში მგზავრებს თვითმფრინავში, გადმოსვლამდე ამოწმებენ, აქ კი ქალაქის ცენტრში გახსნეს შესამოწმებელი პუნქტი და პირველ რიგში ექიმები გაწირეს, “ - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.