„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს წერილით მიმართავს, სადაც აღნიშნავს, რომ მისთვის არასასიამოვნო იყო ელჩის პირველი საჯარო შეხვედრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან.
„პატივი მაქვს დავადასტურო უდიდესი პატივისცემა მოძმე ებრაელი ხალხისა და პირადად თქვენდამი. არ დაგიმალავთ, ძალიან არასასიამოვნო იყო თქვენი პირველი საჯარო შეხვედრა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პროპუტინისტურ, მილიარდერ დიქტატორ ბიძინა ივანიშვილთან. იმედია, გესმით, ის, როგორც განწირული მტაცებელი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მიიღოს მსოფლიოში ავტორიტეტული ებრაული ლობების მხარდაჭერა, რასაც იმედია ერთად არ დაუშვებთ. ბატონო ელჩო, მე, და ყველა ჩემი კოლეგა დარწმუნებული ვართ ოპოზიციური სპექტრიდან ყოველთვის მზად ვართ თქვენთან და მეგობარ ისრაელთან თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას”, - წერს ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.