„მოსკოვს ცრემლების „გულწრფელობის“ არ სჯერა, ვაშინგტონს - მილიარდების „სითეთრის“, ხალხს (ამომრჩეველს) – „დაძმარებული“ დაპირებების“!
27-01-2020, 18:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, ქართული საზოგადოებისთვის შეპირებული პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და ქ/ოცნების ახლანდელმა ლიდერებმა საბედისწერო შეცდომა დაუშვეს, რის შედეგადაც ნაცმოძრაობას, ევრონაცებს და მათგან ანასხლეტებს, პლიუს 5 კაციან პარტიებს პოლიტიკური კარტბლანში მისცეს, რითაც ისინი მაქსიმალურად ისარგებლებენ და აკი სარგებლობენ კიდეც! ივანიშვილისგან მოწონებულმა ე.წ. "მაჟორიტარების ბუნტმა", პირადად მისი რეპუტაცია შელახა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე დასავლეთში, ჩვენი პარტნიორების თვალში, რაც უწინარესად აისახა ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან ქ/ოცნების ხელისუფლების კრიტიკაში! ეს უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა თუ არ გამოსწორდა და საჯაროდ გაცხადებული დაპირება არ შესრულდა, გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქ/ოცნება პირწმინდად დამარცხდება, ხოლო არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორები, უწინარესად აშშ, საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურად ცნობს, აქედან გამომდინარე შედეგებით! დიახაც, როგორც ქ/ოცნებიდან წამოსულმა რამოდენიმე დეპუტატმა განაცხადა, ქ/ოცნებამ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები, როგორც საკადრო ისე იდეოლოგიური, თუმცა იდეოლოგიური არც ქონია, ქოცები - დილით სოციალისტები იყვნენ, შუადღეს კონსერვატორები, საღამოს კი ლიბერალები, ანუ ცოტ-ცოტა ყველაფერი იყვნენ და არც იყვნენ, მაგრამ იყვნენ და ვინც იქ დარჩა, დღესაც არიან ბიძინისტები და სხვა არაფერი! ამიტომ, პრევენციისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ნაცრეჟიმის ხელისუფლებაში დაბრუნება, გაზაფხულის დასაწყისში უნდა დაიწყოს და მაისისთვის დასრულდეს ანტინაციონალური პოლიტიკური ძალების კოალიციის შექმნა, შესაბამისი მძლავრი საარჩევნო დაფინანსებით, რაც არჩევნებში გამარჯვების წინაპირობა გახდება! ვიმეორებ, ყავლგასული და შესაძლებლობა ამოწურული ქ/ოცნება, ვერ შეძლებს სამართლიან, დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას, მეტიც, რეალური გახდება საფრთხე ნაცრეჟიმის ხელისუფლებაში მობრუნებისა! ახალ პარლამენტში კი, პოლიტიკურად თავგადარჩენილმა და განახლებულმა "ქართულმა ოცნებამ", შეიძლება სწორედ ანტინაციონალური კოალიციის ძალებთან ერთად უნდა შექმნას საპარლამენტო კოალიცია და დააკომპლექტოს კოალიციური მთავრობა, ნაცდეპუტატების გარეშე! P.S. მოკლედ, შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში, სამართალდამცავი სტრუქტურების და ადმინისტრაციული რეზერვის იმედად დარჩენა, - აბსოლუტურად წამგებიანი და უშანსოა, რასაც საქართველოს უახლოესი ისტორიის გამოცდილება გვაჩვენებს! მაგალითად, - შევარდნაძე და სააკაშვილი, მათაც ამ 2 სახელმწიფო რესურსის იმედი ჰქონდათ და როგორც დაამთავრეს პოლიტიკური მოღვაწეობა, ყველას კარგად მოგეხსენებათ! მერწმუნეთ, არც ივანიშვილი იქნება გამონაკლისი!!!...

 

პოლიტოლოგი 

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი