„ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეთა ახალი სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვაა, ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი კი, სამხედრო მოსამსახურეებისადმი თავდაცვის სამინისტროს დამოკიდებულების ერთგვარი სიმბოლოა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ცენტრი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით, სადაც დაჭრილ-დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახები შეძლებენ როგორც რეაბილიტაციას, ისე სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი სპორტული ღონისძიებებისთვის მომზადებას.
„ჩვენს გმირ სამხედროებს მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა სიტყვას და ყველა დაწყებულ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ, რათა მათი პირობები გაუმჯობესდეს. ჩვენ ყოველთვის ვართ და ვიქნებით მადლიერები თქვენი გაწეული ღვაწლისთვის და გმირობისთვის,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა იმ ამერიკელ სამხედრო ექიმებს, რომელთა პროფესიონალიზმმა და თავდადებამ, უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. „სამწუხაროდ მშვიდობისთვის ბრძოლას ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. ჩვენ ყოველთვის ქედს ვიხრით ყველა იმ გმირის წინაშე, რომელიც სამშობლოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. ამასთანავე, ჩვენ არაერთი გმირი სამხედრო გვყავს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა, მისი უსაფრთხოება და მსოფლიო მშვიდობა. თითოეულ ჯარისკაცს მადლობას ვუხდით მადლობას სამშობლოს ერთგულებისთვის. მადლობა ჩვენს ამერიკელ მეგობრებს დახმარებისთვის, თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.