დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 21:00 საათიდან მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე.
ასევე, 22:00 საათიდან, ნაწილობრივ შეიზღუდა მოძრაობა ისანი-სამგორის რაიონში, ქეთევან წამებულის გამზირსა და ბაღდათის ქუჩაზე. ამაღამ, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაიკეტება გზა კოსტავას ქუჩაზე, კინოთეატრ „ამირანთან“.
სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.