საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გადაწყდა, რომ ის გერმანიაში საქართველოს ელჩად გააგრძელებდა მუშაობას და განცხადების დაწერაც იანვრის ბოლოსთვის იგეგმებოდა და ეს გადაწყვეტილება მისი ძმის სკანდალს არ უკავშირდება.
მან გადადგომის შესახებ განცხადებით პრემიერ-მინისტრს უკვე მიმართა და ის მუშაობას დიპლომატიურ სამსახურში, კერძოდ გერმანიაში თებერვლის ბოლოდან გააგრძელებს.
ლევან იზორია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად 2019 წლის სექტემბერში დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.