ა/ო "პოზიცია" უკრაინის შემდეგ, არასამთავრობოების ფორუმზე საქართველოს მოლდოვაში წარადგენს
07-09-2015, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიციის“ ლიდერები, კიევში ახლახან განხორციელებულ პროექტში წარმატებული მონაწილეობის შემდეგ, 13-დან 19 სექტემბრის ჩათვლით, მოლდოვაში არიან მიწვეული.


პროექტი ამჯერადაც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური ოფისის მიერ არის დაფინანსებული. მასპინძელ ორგანიზაციას წარმოადგენს საერთაშორისო მოხალისეობრივი მშვიდობის ხელშემწყობი  ორგანიზაცია AVI - Moldova. პროექტის ორგანიზატორები არიან SCI Germany, AVI Moldova, ArmActive Armenia, SVIT Ukraine.


პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის ასპექტებზე, კულტურათაშორისი ცოდნის გაზიარებასა და არაძალადობრივი კომუნიკაციების უნარების გაღრმავებას.


პროექტის მიზნებს წარომადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში ჩართული ახალგაზრდების პლატფორმის შექმნა ერთმანეთთან ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად კონფლიქტების კულტურული ასპექტების შესახებ; მონაწილეების ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის წარმომადგენლების პარტნიორული ქსელების განვითარება, ახალი თაობისთვის კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარების სურვილის აღძვრა, ინტერკულტურული კომპეტენციების გაუმჯობესება, არაძალადობრივი კომუნიკაციის უნარის განვითარება, ცნობიერების ამაღლება და დამოკიდებულების შეცვლა ,,განსხვავებულობისადმი," სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ექსპერტიზის გაზრდა სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარებაზე.


პროექტის მონაწილეები მიწვეულნი იქნებიან შემდეგ ფაზაზეც - Open Space-ზე ერთმანეთისთვის შეძენილი გამოცდილებების გასაზიარებლად და ადგილობრივ თემებში შემდგომი აქტივობების დასაგეგმავად.


არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი საკითხების განხილვაში და განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს კონფლიქტების თემაზე, უცხოელ კოლეგებს კი იმ გამოცდილებას გაუზიარებს, რაც საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შემდგომ ქვეყანამ ამ მიმართულებით მიიღო.


როგორც „პოზიციაში“ აცხადებენ, მოლდოვაში, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც ისევეა დარღვეული, როგორც საქართველოსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კონფლიქტების თემაზე დებატების გამართვა და აზრების გაზიარება, რასაც უკვე ადგილი ჰქონდა უკრაინის დედაქალაქში აგვისტოს ბოლოს გამართული ერთკვირიანი შეხვედრებისას.   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი