პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის მიერ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის დაკავებისა და ამის ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გააკეთა და თქვა, რომ პოლიციელი სამსახურში ინციდენტიდან 6 წელი მუშაობდა, მას არავინ დევნიდა და ახლა „ჩანაწერებით გამოვარდნა არასწორია“.
„მოხდა ეს პრეცედენტი 6 წლის წინ, მოდი ესე ავიღოთ. ეს ახლა შენახული ჰქონდა თუ რა ჰქონდა, მე ეს ნამდვილად არ ვიცოდი, ახლა გავიგე, არც მახსოვდა ახლა ეს დვალიშვილი იყო თუ სხვა გვარი იყო თუ ვინ იყო. რაც შეეხება დევნას, რაც ეხლა გააკეთა ამ ადამიანმა - რეფორმა გაკეთდა ჩვეულებრივად საპატრულო პოლიციაში და ამ ადამიანს უწევდა გადასვლა სხვა თანამდებობაზე. ეს ჩვეულებრივი თემაა, დღეს მინისტრი ვარ, ხვალ შეიძლება დამიძახონ და მითხრან, რომ მოადგილედ უნდა წახვიდე ამა და ამ სამინისტროში, გუნდს ეს სჭირდება, გადაწყვიტავს ვთქვათ პრემიერი, მთავრობა და უნდა გადავიდე, მე არ უნდა გამოვვარდე, უკაცრავად, ჩანაწერებით, ეს არასწორია რა თქმა უნდა.
„მე მინდა ხაზი გავუსვა, თუ ამან ნახა, რომ დანაშული იყო, ეს ძალიან კარგად ახსნეს რამდენჯერმე და კიდევ გავიმეორებ, ის ვალდებული იყო წაეღო ეს ან გენინსპექციაში ან პროკურატურაში და არ უნდა შეენახა ამას რაღაც, ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახე. ვინ დევნიდა, 6 წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე, დაიწყო მუშაობა ამ ქალბატონმა, არავის ხელი არ შეუშლია, როგორ ფიქრობთ, 6 წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სხვა სამსახურების მხრიდან ზეწოლის ქვეშ რომ ყოფილიყო, ეს ადამიანი იმუშავებდა კიდევ 6 წელი?!“, განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.