დედაქალაქის მერი ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო
28-01-2020, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლილოს დასახლებაში საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. აუზი N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე მოსახლეობის თხოვნით შენდება.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის კუთხით არაერთ პროექტს ახორციელებს. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროექტი ლილოს დასახლებაში ივნისში დასრულდება.

 

 

„ძალიან დიდი მოთხოვნა იყო ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ჩვენ დავპირდით ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ამ სამუშაოებს აუცილებლად შევასრულებდით.  თქვენ ხედავთ, როგორი დასახლებული პუნქტია, აქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ჩვენ აქ გვაქვს სპორტული ცენტრი და მომავალში დაემატება საცურაო აუზი, რომელიც მოემსახურება ახალგაზრდებს, ბავშვებს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მის დანერგვას,  პოპულარიზაციას და გვინდა ყველა რაიონში შევიდეთ ასეთი პროექტებით. მომავალში დაგეგმილი გვაქვს მულტიფუნქციური ცენტრების მშენებლობა, მათ შორის, დიდ დიღომში. უკვე არსებობს პროექტი და მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

 

 

პროექტი მოიცავს საცურაო აუზს სიგრძით 18 მეტრი, სიგანით 12,5 მეტრი, ხოლო სიღრმით 0,8 – 1,6 მეტრი; ფიტნეს დარბაზს, სველ წერტილებს, გასახდელებს და მისაღებს. პროექტის ღირებულება 1 439 439 ლარია, ხოლო სამუშაოების წარმოების ვადა 30 ივნისამდეა. 

 

 

სპორტული კომპლექსი, სხვადასხვა სექციებზე, დაახლოებით 500 ბავშვს ემსახურება, საცურაო აუზი კი საშუალოდ 200 ბავშვზეა გათვლილი. ისევე, როგორც სხვა მუნიციპალურ კომპლექსებში, სოციალურად დაუცველ ბავშვებს თბილისის მერია დააფინანსებს. სხვა ნებისმიერ მსურველთათვის კი მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი, შეღავათიანი ტარიფი იმოქმედებს. 

 

 

საცურაო აუზის მშენებლობის მიმდინარეობას თბილისის მერის მოადგილეები ირაკლი ბენდელიანი და  სოფიო ხუნწარია გაეცნენ. ღონისძიებაზე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები იმყოფებოდნენ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი