გლდანის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია იწყება. მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N5-N6-N7 კორპუსების მიმდებარედ არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაახლოებით, 850 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდება.
პროექტის შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მშენებელი 2019“ შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 127 549 ლარია გათვალისწინებული.
გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, პროექტის დეტალები გააცნო და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.