დამწყები, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და განვითარების, ასევე ექსპორტის ხელშეწყობის, წახალისების და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "მეწარმოების განვითარების სააგენტო" იქმნება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მეწარმეობის და ექსპორტის განვითარებას როგორც ფინანსური, ასევე სამეწარმეო უნარების განვითრების კუთხით.
სამინისტრო განმარტავს, რომ სააგენტო უზრუნველყოფს მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და ტექნიკური დახმარების გაწევას, მოამზადებს სამეწარმეო და საექსპორტო სფეროსთან დაკავშირებულ კვლევებს, განახორციელებს ექსპორტზე ორიენტირებული იურიდიული და ფიზიკური პირების და საწარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფას, ითანამშრომლებს საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან. მეწარმეობის განვითარების სააგენტო ახალ ბაზრებზე შეღწევის სტრატეგიას შეიმუშავებს. ბიზნესის განვითარების და ექსპორტის წახალისების, ასევე, ქართული საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ქვეყანაში სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს.
სააგენტო ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.