2016 წლის მოწვევის პარლამენტში თბილისს სავარაუდოდ - 19 მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისსა და ბათუმს სამ-სამი, ხოლო რუსთავს, ფოთს, მარნეულს, გორსა, ზუგდიდს, ორ-ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
მმართველ კოალიციაში მაჟორიტარული ოლქების ე.წ. გამოთანაბრების სამუშაო, არაოფიციალური ვარიანტი მზად არის, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული ქალაქებიდან მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა გაიზრდება.
ამავე სამუშაო გეგმის თანახმად, ერთიანდება და ერთი მაჟორიტარით იქნება წარმოდგენილი შემდეგი საარჩევნო ოლქები:
დმანისი-წალკა,
სიღნაღი-დედოფლისწყარო,
დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთი,
ახალციხე-ადიგენი-ასპინძა,
თერჯოლა-ტყიბული,
ამბროლაური-ონი-ცაგერი,
მესტია-ლენტეხი,
ლანჩხუთი-ჩოხატაური,
ხულო-ქედა-შუახევი,
მარტვილი-აბაშა,
წალენჯიხა-ჩხოროწყუ,
ხარაგაული-ბაღდათი,
ვანი-ხონი.
არსებული ინფორმაციით, ერთიანდება გარდაბანი და თეთრიწყარო, თუმცა მას ორი საარჩევნო ოლქი ექნება.
თითო-თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ექნება:
საგარეჯოს,
გურჯაანს,
ლაგოდეხს,
ყვარელს,
თელავს,
ახმეტას,
ბოლნისს,
მცხეთას,
კასპს,
ბორჯომს,
ახალქალაქს,
ნინოწმინდას,
საჩხერეს,
ზესტაფონს,
სამტრედიას,
ჭიათურას,
წყალტუბოს,
ოზურგეთს,
ქობულეთს,
ხელვაჩაურს,
ქარელს,
ხაშურს,
ხობს
და სენაკს.
არსებული მაჟორიტარული ოლქების დაყოფა-გაერთიანება, მათ შორის ხმათა პროპორციის დაცვის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, თუმცა შესაბამისი საკანონმდებლო პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ჯერ ინიცირებული არ არის.
ამასთან, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა, რომელიც მაჟორიტარული სისტემის მრავალმანდატანი პროპორციული სისტემით შეცვალს ითვალისწინებს, თუმცა მმართველი გუნდი ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2016 წლის არჩევნების შემდეგ გეგმავს. მანამდე კი დაგეგმილია ამომრჩეველთა ხმების გამოთანაბრების პრინციპით, რიგი ოლქების დაყოფა და რიგი ოლქების გაერთიანება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.